wordpress ბლოგზე ვიზიტორების სტატისტიკური მთვლელის დამატების ინსტრუქცია.
wordpress ბლოგზე ვიზიტორების სტატისტიკური მთვლელის დამატების ინსტრუქცია.
ბლოგის შექმნის ტექსტური ინსტრუქცია
გთავაზობთ wordpress.com პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ბლოგის შექმნის ტექსტურ ინსტრუქციას.
საბეჭდი მოწყობილობები
მე-6 კლასი. პრეზენტაცია თემაზე “საბეჭდი მოწყობილობები”. პრეზენტაციაში წარმოდგენილია ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის საბეჭდი მოწყობილობების შესახებ. მოყვანილია ბეჭდვის პროცესის ამსახველი ილუსტრაციები. განხილულია განსხვავება მატრიცულ, ლაზერულ და ჭავლურ პრინტერებს შორის.
იხილეთ ბმული პრეზენტაციაზე.
როგორ იმახსოვრებს ინფორმაციას კომპიუტერი
მე-5 კლასი. პრეზენტაცია თემაზე “როგორ იმახსოვრებს ინფორმაციას კომპიუტერი”. პრეზენტაციაში წარმოდგენილია ინფორმაცია სიმბოლოთა წარმოდგენის ხერხებზე ციფრულ მოწყობილობაში, მეხსიერების საზომი ერთეულები, მეხსიერების ორგანიზება, მყარი დისკი და მისი ნაწილები.
იხილეთ ბმული პრეზენტაციაზე.
მოსწავლეთა ნაშრომები – მე-6 კლასი
მოსწავლეთა ნაშრომები თემაზე: “ანიმაციები და ფიგურები Ms PowerPoint-ში”. გაკვეთილის მთავარი თემატიკა – “ახალი წელი”. გაკვეთილის მიზანი იყო ოსწავლეების მიერ ობიექტის ანიმაციების ეფექტური კომბინირება , სხვადასხვა სახის ანიმაციური ეფექტის გამოყენება. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შექმნეს გაკვეთილის თემატიკის შესაბამისი საპრეზენტაციო დოკუმენტი.
ქვემოთ მოყვანილია მე-6 კლასის მოსწავლეთა რამდენიმე ნაშრომი:
მოსწავლეთა ნაშრომები – მე-5 კლასი
მოსწავლეთა ნაშრომები თემაზე: “ქართული შრიფტის თავისებურებები, ტექსტის გაფორმების საშუალებები”. მოსწავლეების მიერ დამზადებული იქნა ნაშრომი თემებზე “საახალწლო მისალოცი ბარათი“, “საქართველოს რეგიონები“, “კონტინენტები“, “დედამიწა“, “პლანეტები” . დავალების შესრულების პროცესში მოსწავლეები გაეცნენ ტექსტის დაფორმატების საშუალებებს, ტექსტის ზომის, ფერისა და სტილის შერჩევის თავისებურებებს.
ქვემოთ მოყვანილია მე-5 კლასის მოსწავლეთა რამდენიმე ნაშრომი:
- დავითაძე სალომე – ნაშრომი თემაზე “საქართველო” – ბმული (Ms Word 2007).
- ქარჩავა გიორგი – ნაშრომი თემაზე “კონტინენტები ” – ბმული (Ms Word 2007).
- გელაძე დავით, ფუტკარაძე არჩილ – ნაშრომი თემაზე “კონტინენტები ” – ბმული (Ms Word 2007).
- ჯანელიძე ნანა – ნაშრომი თემაზე “საქართველოს რეგიონები” – ბმული (Ms Word 2007).
- ცინცაძე თამარ – ნაშრომი თემაზე “კონტინენტები ” – ბმული (Ms Word 2007).
- კიკნაძე დავით – ნაშრომი თემაზე “დედამიწა” – ბმული (Ms Word 2007).
- ფუტკარაძე არჩილ, სირაძე ნუგზარ – ნაშრომი თემაზე “საახალწლო მისალოცი ბარათი” – ბმული (Ms Word 2007).
- ზოსიძე ქეთევან – ნაშრომი თემაზე “საახალწლო მისალოცი ბარათი” – ბმული (Ms Word 2007).
- ცინცაძე თამარ – ნაშრომი თემაზე “საახალწლო მისალოცი ბარათი” – ბმული (Ms Word 2007).
- ჯინჭარაძე ირაკლი – ნაშრომი თემაზე “საახალწლო მისალოცი ბარათი” – ბმული (Ms Word 2007).
- მეგრელიძე ალესანდრე – ნაშრომი თემაზე “საახალწლო მისალოცი ბარათი” – ბმული (Ms Word 2007).
ფაილის ტიპი და გაფართოება
მე-5 კლასი. პრეზენტაცია თემაზე “ფაილის ტიპი და გაფართოება”. პრეზენტაციაში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ფაილები (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო, ვიდეო და სხვა.) და მათი გაფართოებები. ნაჩვენებია განსხვავება ფაილის სახელსა და გაფართოებას შორის.
იხილეთ ბმული პრეზენტაციაზე.
ვამზადებთ პროექტებს…
Google SketchUp, FastStone Capture, Movie Maker, Microsoft PowerPoint ეს იმ პროგრამუილი უზრუნველყოფების მოკლე ჩამონათვალია რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია პატარა პროექტების ორგანიზება, გრაფიკული დიზაინის, პატარა ვიდეო რგოლების შექმნა. სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლისათვის შეიქმნა ერთობლივი პროექტი “გონიერი შუქნიშანი”, რომლის ვიზუალური მაკეტი შემუშავებული იქნა ზემოთხსენებული პროგრამების საშუალებით.
Google Sketchup
Google SketchUp ეს არის ადვილად გამოსაყენებელი 3D მოდელირების პროგრამა რომელიც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე მარტივი იარაღის გამოყენებით შექმნათ სახლებისდა სხვა შენობების 3D მოდელები. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ტექსტურები, შუშები და სხვა დეტალები თქვენს მიერ შექმნილ მოდელებს.ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ ბუნების, გარემოს, ქუჩების მაკეტების შესაქმნელად. ასევე შესაძლებელია უკვე შექმნილი მოდელების ინტეგრირება სასურველ პროგრამაში.