Daily Archives: December 3, 2013

სასწავლო რესურსები – MS Word

მე-5 კლასი. MS Word-ში გრაფიკული ელემენტისა და ფიგურის ჩასმის ეფექტები.  მოსწავლე ეცნობა მასწავლებლის მიერ მიწოდებ ნიმუშს და ნიმუშის მიხედვით ცდილობს შექმნას მსგავსი დოკუმენტი. (ნიმუშში გამოყენებული გრაფიკული ობიექტები წინასწარ არის მიწოდებული თითოეული მოსწავლისათვის).

droebi          okeaneebi            planetebi

ნახვა                                              ნახვა                                                ნახვა

Categories: სასწავლო რესურსები | Leave a comment

ტექსტის ფორმატირება – MS Word

მე-5 კლასი. ვსწავლობთ შრიფტის ზომის, ფერის, ფორმატის ეფექტებს; აბზაცების, მარკერების, ნომრების, ხარისხების და ქვედა ინდექსების ჩასმა, ასევე სასწავლო რესურსში გამოყენებულია MS Word-ში გრაფიკული ელემენტისა და ფიგურის ჩასმის ეფექტები.  მოსწავლე ეცნობა მასწავლებლის მიერ მიწოდებ ნიმუშს და ნიმუშის მიხედვით ცდილობს შექმნას მსგავსი დოკუმენტი. (ნიმუშში გამოყენებული გრაფიკული ობიექტები წინასწარ არის მიწოდებული თითოეული მოსწავლისათვის).

 იხილეთ შემდეგი ბმული.

Categories: სასწავლო რესურსები | Leave a comment

ანიმაცია და ფიგურები – MS PowerPoint

მე6 კლასი. პრეზენტაცია გაკვეთილისათვის “ანიმაციები და ფიგურები   MS PowerPoint-ში“. ვსწავლობთ  MS PowerPoint-ს “თამაშით“. მოსწავლეთა დასაინტერესებლად შემოვიტანე თემა:   “პატარა ამბავი”. მოსწავლეებისათვის  მომზადდა  საჩვენებელი პრეზენტაცია, რომელშიც გამოყენებული არის PowerPoint-ის სხვადასხვა ეფექტები, გრაფიკული ობიექტების სხვადასხვა ტიპები (jpg, png, gif). მოსწავლეები ეცნობიან პრეზენტაციას  და ცდილობენ შემნან საკუთარი “ისტორია”. შედეგად მოსწავლეები სწავლობენ განსხვავებას გრაფიკული ობიექტების სხვადასხვა ტიპებს შორის, ასევე მაქსიმალურად იყენებენ PowerPoint-ში  უკვე შესაწავლილ ფუნქციებს.

მითითებულ პრეზენტაციაზე იხილეთ შემდეგი ბმული.

Categories: სასწავლო რესურსები | Leave a comment

ანიმაცია – MS PowerPoint

მე6 კლასი. პრეზენტაცია გაკვეთილისათვის “ანიმაციები და ფიგურები   MS PowerPoint-ში“. პრეზენტაციაში წარმოდგენილი მაგალითების მიხედვით მოსწავლე ეცნობა ფიგურების საშუალებით სურათის შექმნის საშუალებებს და მათი დაფორმატების სხვადასხვა ხერხებს. მოყვანილია ფიგურების ანიმაციური გადაადგილების ეფექტები. დროის განსაზღვრისათვის გამოყენებულია  “Rehearse  Timings” ბრძანება, რაც მოსწავლისათვის სლაიდისთვის დროის ინტერვალის განსაზღვრის ერთ-ერთ ახალ ეფექტს წარმოადგენს.

მითითებულ პრეზენტაციაზე იხილეთ შემდეგი ბმული.

 

Categories: სასწავლო რესურსები | Leave a comment

ჩვენ და კომპიუტერი

მე-5 კლასი. პრეზენტაცია ისტ-ს პირველი გაკვეთილისათვის “ჩვენ და კომპიუტერი“. პრეზენტაციის საშუალებით   მოსწავლეებს გავაცანი ძირითადი უნარ-ჩვევები და ტერმინები რაც აუცილებელია კომპიუტერთან პირველი ურთიერთობისათვის. სწორად ჯდომის წესები, ძირითადი ტერმინები, კომპიუტერის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები, მცირე ისტორია კომპიტერული ტექნოლოგიების განვითარების შესახებ.

მითითებულ პრეზენტაციაზე იხილეთ შემდეგი ბმული.

Categories: სასწავლო რესურსები | Leave a comment

Win Rar – არქივატორი

ალბათ ყველას გსმენიათ ან გიმუშავიათ  Win Rar პროგრამა-არქივატორთან. WinRAR-ი ეს არის Windows-ის პლატფორმაზე მომუშავე RAR არქივატორი პროგრამა – ძლიერი ინსტრუმენტი რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ, მართოთ და აკონტროლოთ დაარქივებული ფაილები. არსებობს RAR არქივატორები Windows-ის, Linux-ის, FreeBSD-ის, DOS-ის, OS/2-ის და MacOS X-ის ოპერაციული სისტემებისათვის.  Continue reading

Categories: ჩემი ინსტრუქციები | Leave a comment

Cool Text

იმისათვის რომ მარტივად შევქმნათ ბანერები და ლოგოები Html გვერდისათვის არსებობს მრავალი პროგრამული უზრუნველყოფა, მათგან ერთ-ერთს წარმოადგენს ონლაინ გენერატორი http://cooltext.com/. ეს არის უფასო გრაფიკული გენერატორი, სადაც თქვენ მარტივად შეძლებთ შექმნათ სასურველი ლოგო. საიტს აქვს შესაძლებლობა შექმნას სხვადასხვა ფორმატის გრაფიკული ობიექტები: jpg, png, gif.

მაგ;

cooltext1316858482

cooltext1316862263

Categories: ჩემი ინსტრუქციები | Leave a comment

ქიმია – PhET სიმულატორი

 ხარისხობრივი კვლევის წახალისებისათვის სიმულაციები უზრუნველყოფენ ისეთი საზომი ხელსაწყობის გამოყენებას, როგორიცაა სახაზავი, წამზომი, ვოლტმეტრი და თერმომეტრი. რადგანაც მომხმარებელს შეუძლია ამ ხელსაწყოებით მანიპულირება, შედეგები მეყსულად ასიახება ანიმაციის მეშვეობით და მიზეზ–შედეგობრივი ან/და ჯაჭვური კავშირის დანახვა მოვლენებს შორის მომენტალურად შეიძლება.

 PhET website, მარტივია გამოსაყენებლად და საკლასო სამუშაოებში ჩასართველად. ისინი დაწერილია Java და Flash სკრიპტ ენაზე, და ეშვება სტანდარტული web browser-ის საშუალებით თუ რათქმაუნდა Flashდა Java დაინსტალირებულია.

                   

          pH სკალა                           ავაწყოთ ატომი               მარილები და ხსნადობა

დამატებითი სიმულაციური პროგრამები ქიმიაში იხილეთ ბმულზე.

წყარო http://phet.colorado.edu/.

Categories: ისტ სხვა საგნებში | Leave a comment

ბიოლოგია – PhET სიმულატორი

იმისათვის რომ დაეხმაროს მოსწავლეს ამათუიმ კონცეფციის შინაარსის წვდომაში, PhET სიმულაცია ახდენს თვალისათვის უხილავი მოვლენების ვიზუალიზაციასა და ანიმაციას ისეთი საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა: “დააწკაპუნე–და–გადაათრიე” მანიპულაციის გამოყენება გრაფიკებსა და ნახატებზე , სლაიდერებისა და ინტერაქტიული ღილაკების გამოყენება და სხვა. ხარისხობრივი კვლევის წახალისებისათვის სიმულაციები უზრუნველყოფენ ისეთი საზომი ხელსაწყობის გამოყენებას, როგორიცაა სახაზავი, წამზომი, ვოლტმეტრი და თერმომეტრი. რადგანაც მომხმარებელს შეუძლია ამ ხელსაწყოებით მანიპულირება, შედეგები მეყსულად ასიახება ანიმაციის მეშვეობით და მიზეზ–შედეგობრივი ან/და ჯაჭვური კავშირის დანახვა მოვლენებს შორის მომენტალურად შეიძლება (ობიექტების გადაადგილება, გრაფიკები,number readouts, და სხვა).

                                                              

ბუნებრივი გადარჩევა                          მემბრანული არხები                                დნმ-ის გაჭიმვა

დამატებითი სიმულაციური პროგრამები ბიოლოგიაში იხილეთ ბმულზე.

წყარო http://phet.colorado.edu/.

Categories: ისტ სხვა საგნებში | Leave a comment

ფიზიკა – PhET სიმულატორი

ინტერაქტიური სასწავლო სიმულატორები ფიზიკაში, რომლებიც ემყარება სიმულირების PhET project მექანიზმს.
PhET უზრუნველყოფს ფიზიკურ მოვლენათა სახალისო, ინტერაქტიული, კვლევაზე–დაფუძნებული-ზე სიმულატორების უფასოდ გავრცელებას.კვლევაზე–დაფუძნებული მიდგომა, – incorporating findings from prior research and our own testing- მისცემს სტუდენტებს ცხოვრებისეული ფენომენებისა და მათ საფუძველში მდებარე მეცნიერების დაკავშირების საშუალებას, ფიზიკის სამყაროში ცოდნის გაღრმავებისა და ფიზიკური მოვლენების შესწავლა–შეფასების გზით.

სიმულციური პროგრამების ნაკრები ფიზიკაში:

                   

      Alpha Decay                       Balancing Act        Energy Skate Park: Basics

დამატებითი სიმულაციური პროგრამები ფიზიკაში იხილეთ ბმულზე.

წყარო http://phet.colorado.edu/.

Categories: ისტ სხვა საგნებში | Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.